საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №411
1998 წლის 10 ივლისი
ქ. თბილისი
„საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 1 დეკემბრის №703 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 1 დეკემბრის №703 ბრძანებულებით დებულებაში და მე-15 პუნქტის პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მინისტრს ჰყავს ერთი პირველი და ხუთი მოადგილე.“.
2. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს საშტატო ნუსხას დაემატოს ორი საშტატო ერთეული, რომლის დაფინანსებაც მოხდეს საქართველოს 1998 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროსათვის დამტკიცებულ ასიგნებათა ფარგლებში.
ე. შევარდნაძე