„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რაიონული (საქალაქო) სასამართლოს შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიის, ადგილსამყოფლისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 27 ნოემბრის №699 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
488
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1999-08-20
გამოქვეყნების თარიღი
1999-08-31
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რაიონული (საქალაქო) სასამართლოს შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიის, ადგილსამყოფლისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 27 ნოემბრის №699 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №488

1999 წლის 20 აგვისტო

ქ. თბილისი

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რაიონული (საქალაქო) სასამართლოს შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიის, ადგილსამყოფლისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 27 ნოემბრის №699 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რაიონულ და საქალაქო სასამართლოებში მართლმსაჯულების განხორციელების ორგანიზაციული სრულყოფის მიზნით „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რაიონული (საქალაქო) სასამართლოს შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიის, ადგილსამყოფლისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 27 ნოემბრის №699 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ ბრძანებულების მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს იუ­რის­­­­დიქციის სრულ აღდგენამდე:

ა) გაერთიანდეს გაგრის საქალაქო სასამართლო და გუდაუთის რაიონული სასამართლო;

ბ) გაგრის საქალაქო და გუდაუთის რაიონული სასამართლოს უფლებამოსილება საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით გავრცელდეს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებზე;

გ) გაგრის საქალაქო და გუდაუთის რაიონული სასამართლოს ადგილსამყოფლად განისაზღვროს ქ. ქუთაისი;

დ) გაერთიანდეს გალის რაიონული სასამართლო და გულრიფშის რაიონული სასამართლო;

ე) გალის რაიონული და გულრიფშის რაიონული სასამართლოს უფლებამოსილება საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით გავრცელდეს ქ. ზუგდიდის, ზუგდიდის, წალენჯიხის რაიონების, სვანეთის რეგიონებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებზე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებზე;

ვ) გალის და გულრიფშის რაიონული სასამართლოს ადგილსამყოფლად განისაზღვროს ქ. ზუგდიდი;

ზ) გაერთიანდეს ოჩამჩირის რაიონული სასამართლო და ტყვარჩელის საქალაქო სასამართლო;

თ) ოჩამჩირის რაიონული და ტყვარჩელის საქალაქო სასამართ­ლოს უფლებამლსილება საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით გავრცელდეს სენაკის, ხობის, მარტვილის, აბაშის, ჩხოროწყუს რაიონებისა და ქ. ფოთის ტერიტორიაზე მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებზე;

ი) ოჩამჩირის რაიონული და ტყვარჩელის საქალაქო სასამარ­თლოს ადგილსამყოფლად განისაზღვროს ქ. სენაკი;

კ) გაერთიანდეს სოხუმის რაიონული და სოხუმის საქალაქო სასამართლო;

ლ) სოხუმის რაიოონული და სოხუმის საქალაქო სასამართლოს უფლებამოსილება საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით გავრცელდეს ქ. თბილისის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების ტერიტორიაზე მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებზე;

მ) სოხუმის რაიონული და სოხუმის საქალაქო სასამართლოს ადგილსამყოფლად განისაზღვროს ქ. თბილისი.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია