საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №17
1999 წლის 18 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველის პრეზიდენტის ზოგიერთ ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„რაიონული (საქალაქო) სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 14 ნოემბრის №649 ბრძანებულების 65-ე პუნქტში, „თბილისის და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიისა და სასამართლო კოლეგიებში მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 14 ნოემბრის №650 ბრძანებულების მე-3 პუნქტში, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რაიონული (საქალაქო) სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 14 ნოემბრის №651 ბრძანებულების მე-7 პუნქტში, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რაიონული (საქალაქო) სასამართლოს შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიის, ადგილსამყოფელისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 27 ნოემბრის №699 ბრძანებულების მე-10 პუნქტში სიტყვები: „1999 წლის 20 იანვრიდან“ შეიცვალოს სიტყვებით: „1999 წლის 15 მაისიდან“.
ე. შევარდნაძე