საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №35
1999 წლის 29 იანვარი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო საფინანსო-ეკონომიკური კონტროლის კოორდინაციისა და საკონტროლო საქმიანობის მოწესრიგების საბჭოს შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 6 ოქტომბრის №563 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„სახელმწიფო საფინანსო-ეკონომიკური კონტროლის კოორდინაციისა და საკონტროლო საქმიანობის მოწესრიგების საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 6 ოქტომბრის №563 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებების:
1. სახელმწიფო საფინანსო-ეკონომიკური კონტროლის კოორდინაციისა და საკონტროლო საქმიანობის მოწესრიგების საბჭოს შემადგენლობიდან გამოყვანილ იქნენ თენგიზ აბულაძე, ოლეგ ნიკოლეიშვილი, სულხან პაპაშვილი და არველოდ ჟვანია.
2. სახელმწიფო საფინანსო-ეკონომიკური კონტროლის კოორდინაციისა და საკონტროლო საქმიანობის მოწესრიგების საბჭოს შემადგენლობაში შეყვანილ იქნენ:
ირაკლი დუღაშვილი – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის მოადგილე
თამაზ მაღლაკელიძე – საქართველოს საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე
კობა ნარჩემაშვილი – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სამართალდაცვის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი
ნოდარ ულუმბერაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე
მიხეილ ჩიკვილაძე – საქართველოს საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე
ბონდო ზარნაძე – საქართველოს მრეწველთა კავშირის თავმჯდომარე.
ე. შევარდნაძე