მხარეებში ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტების შექმნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
548
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1997-09-28
გამოქვეყნების თარიღი
1997-09-30
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
მხარეებში ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტების შექმნის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №548 

1997 წლის 28 სექტემბერი

 ქ. თბილისი

მხარეებში ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტების შექმნის შესახებ

საქართველოს მხარეებში სივრცის ორგანიზაციისა და ტერიტორიული მოწყობის, ურბანიზაციის პროცესების მართვის, დასახლებული პუნქტების მდგრადი განვითარების, პროექტირების, მშენებლობისა და სამშენებლო მასალების ხარისხის ამაღლებისათვის, აგრეთვე, სამშენებლო კომპლექსსა და საბინაო-კომუნალურ სფეროებში რეფორმების თანმიმდევრული განხორციელებისა და დარგში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების მიზნით:

1. მოწონებულ იქნეს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს და საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურის ინიციატივა და საქართველოს ყველა მხარეში შეიქმნას ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტები, როგორც სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (მ.ჭკუასელი) 1998 წლიდან ყოველწლიური ბიუეჯტის ფორმირებისას გაითვალისწინოს მხარეებში შექმნილი ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტების ცენტრალური აპარატის ბიუჯეტზე მყოფი ხელმძღვანელი პირების შესანახი ხარჯები 33,7 ათასი ლარის ოდენობით.

3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ქ. თბილისის, მხარეების, ქალაქებისა და რაიონების არქიტექტურული, კომუნალური და არქმშენინსპექციების სამსახურების მეთოდური ხელმძღვანელობა და მათი საქმიანობის კოორდინაცია განახორციელოს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრომ (მ. ჩხენკელი).

ე.შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია