საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 12 იანვრის №17 ბრძანებულებაში დამატების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
673
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1998-12-02
გამოქვეყნების თარიღი
1998-12-24
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 12 იანვრის №17 ბრძანებულებაში დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №673

1998 წლის 2 დეკემბერი

ქ.თბილისი

საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 12 იანვრის №17 ბრძანებულებაში დამატების შეტანის შესახებ

საგზაო ფონდის გადასახადების ამოღების მექანიზმის სრულყოფის მიზნით „საგზაო ფონდის გადასახადების აკრეფის, შემოსავლების აღრიცხვის, კონტროლისა და მიზნობრივი გამოყენების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 12 იანვრის №17 ბრძანებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. საქართველოს ტრანსპორტის სამინისტრომ (მ. ადეიშვილი) არ დაუშვას საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების მიერ სატრანსპორტო საგზაო ბარათის ბლანკების მორიგი ოდენობის გაცემა სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებზე საავტომობილო გზებით სარგებლობისათვის გადასახადის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის გარეშე.“.

ე. შევარდნაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია