საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის
ბრძანება №9
2011 წლის 13 აპრილი
ქ. თბილისი
„საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების სპეციალური საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 7 ივლისის №514 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების სპეციალური საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 7 ივლისის №514 ბრძანებაში (სსმ III, 15.07.2008 წ., №100, მუხ. 1099) და ბრძანებით დამტკიცებულ რეგლამენტში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გარემოზე ზემოქმედების სპეციალური საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ”.
2. ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დამტკიცდეს თანდართული „გარემოზე ზემოქმედების სპეციალური საბჭოს რეგლამენტი”.
3. რეგლამენტის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გარემოზე ზემოქმედების სპეციალური საბჭოს რეგლამენტი”.
4. რეგლამენტის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. რეგლამენტის რეგულირების საგანი
ეს რეგლამენტი ადგენს და არეგულირებს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) გარემოზე ზემოქმედების სპეციალური საბჭოს (შემდგომში – საბჭო) საქმიანობასთან დაკავშირებულ უფლებამოსილებებსა და სამართლებრივ ურთიერთობებს.”.
5. რეგლამენტის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საბჭოს რიცხოვნობასა და პერსონალურ შემადგენლობას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი.”
6. რეგლამენტის მე-8 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. გარემოზე ზემოქმედების შეფასებისაგან საქმიანობის გათავისუფლების შესახებ საბჭოს მიერ შემუშავებული წინადადება (რეკომენდაცია) წარედგინება საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრს, რომელიც დაინტერესებულ უწყებებთან შეთანხმებით იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, რის თაობაზეც გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.”
7. რეგლამენტის მე-10 მუხლი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ხაჩიძე