საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 სექტემბრის №526 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
183
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2001-05-05
გამოქვეყნების თარიღი
2001-05-08
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 სექტემბრის №526 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №183

2001 წლის 5 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 სექტემბრის №526 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 სექტემბრის №526 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 2.1 პუნქტში:

ა) სიტყვა „შეიარაღებული“ შეიცვალოს სიტყვით „სამხედრო”;

ბ) სიტყვების „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ” შემდეგ დაემატოს სიტყვები “სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავობის შესახებ”.

2.2.2.5. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.2.5. შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად ვეტერანების შესახებ საქართველოს კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების შესრულების სისტემატური კონტროლი, ვეტერანების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შელახვის გამომწვევი მიზეზების დროული გამოვლენა და მათი აღმოფხვრის ღონისძიებათა განხორციელება”.

3.3.2. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3.2. თავმჯდომარეს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე”.

4.3.5. პუნქტს ბოლოში დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 წინადადება:

„კოლეგიის შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნეს არა უმეტეს 9 წევრისა”.

5. მე-4 მუხლის სათაურში სიტყვა „პასუხისმგებლობა” შეიცვალოს სიტყვით „მოვალეობები”.

6. 4.3. პუნქტის მე-2 წინადადებაში სიტყვის „მოადგილე” წინ დაემატოს სიტყვა „პირველი”.

7. მე-7 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. დეპარტამენტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია”.

8. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. დეპარტამენტის სტრუქტურა;

8.1. საორგანიზაციო და საგარეო ურთიერთობების სამმართველო;

8.2. საფინანსო-ეკონომიკური ურთიერთობების სამმართველო;

8.3. სოციალური დაცვის სამმართველო;

8.4. სამეურნეო სამმართველო;

8.5. სამედიცინო-პროფილაქტიკური სამმართველო;

8.6. იურიდიული განყოფილება;

8.7. დეპარტამენტის თავმჯდომარის აპარატი”.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია