„ახალგაზრდა მეცნიერთათვის საპრენზიდენტო სტიპენდიების მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 15 სექტემბრის №521 ბრძანებულებაში და ამ ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
234
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
1998-04-13
გამოქვეყნების თარიღი
1998-04-15
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„ახალგაზრდა მეცნიერთათვის საპრენზიდენტო სტიპენდიების მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 15 სექტემბრის №521 ბრძანებულებაში და ამ ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №234    

1998 წლის 13 აპრილი

 ქ. თბილისი

„ახალგაზრდა მეცნიერთათვის საპრენზიდენტო სტიპენდიების მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 15 სექტემბრის №521 ბრძანებულებაში და ამ ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

შეტანილ იქნეს ცვლილებები „ახალგაზრდა მეცნიერთათვის საპრეზიდენტო სტიპენდიების მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 15 სექტემბრის №521 ბრძანებულებაში და ამ ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში:

1. ბრძანებულებისა და დებულების სათაურსა და ტექსტში სიტყვები „საპრეზიდენტო სტიპენდიების მინიჭების“ შეიცვალოს სიტყვებით „პრეზიდენტის სტიპენდიის დანიშვნის“, შემდეგ როგორც ტექსტშია.

2. დებულების მე-5 პუნქტში:

– სიტყვა „გაიცემა“ შეიცვალოს სიტყვით „დაენიშნება“, შემდეგ როგორც ტექსტშია;

– მესამე აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მესამე ხარისხის – 100 ლარი თვეში დაენიშნებათ 30 წლის ასაკამდე ასპირანტებს, რომელთაც გამოქვეყნებული აქვთ ან გამოსაქვეყნებლად აქვთ გადაცემული სამეცნიერო ჟურნალების რედაქციებში ორი სამეცნიერო ნაშრომი მაინც. ასპირანტი, რომელიც მოიპოვებს პორეზიდენტის სტიპენდიას, ჩვეულებრივ სტიპენდიას აღარ მიიღებს.“.

3. დებულების მე-6 პუნქტის მესამე აბზაცის მეორე წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პირველი ხარისხის სტიპენდია გაიცემა იმ საფინანსო წლის ბოლომდე, როდესაც სტიპენდიატს შეუსრულდება 40 წელი, მეორე ხარისხის სტიპენდია გაიცემა დანიშვნიდან სამი წლის განმავლობაში, იმ საფინანსო წლის ბოლომდე, როდესაც სტიპენდიატს შეუსრულდა 35 წელი, ხოლო მესამე ხარისხის სტიპენდია – დანიშვნიდან არა უმეტეს ორი წლისა, თუ მანამდე არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება დანიშნული სტიპენდიის მოხსნის შესახებ.“.

4. ეს ბრძანებულება ძალაში შევიდეს 1999 წლის 1 იანვრიდან.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია