„საქართველოს სატყეო მეურნეობის დარგის აღორძინებისა და მისი შემდგომი განვითარების სახელმწიფო პროგრამის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 31 დეკემბრის №782 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
86
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
1999-02-28
გამოქვეყნების თარიღი
1999-03-05
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს სატყეო მეურნეობის დარგის აღორძინებისა და მისი შემდგომი განვითარების სახელმწიფო პროგრამის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 31 დეკემბრის №782 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №86

1999 წლის 28 თებერვალი

ქ.თბილისი

„საქართველოს სატყეო მეურნეობის დარგის აღორძინებისა და მისი შემდგომი განვითარების სახელმწიფო პროგრამის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 31 დეკემბრის №782 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

შეტანილ იქნეს ცვლილებები „საქართველოს სატყეო მეურნეობის დარგის აღორძინებისა და მისი შემდგომი განვითარების სახელმწიფო პროგრამის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 31 დეკემ­ბრის №782 ბრძანებულების მე-3 პუნქტით შექმნილ საკოორდინაციო კომისიის შემადგენლობაში:

1. საკოორდინაციო კომისიის შემადგენლობიდან გამოყვანილ იქნენ: მალხაზ ჩაჩავა, მიხეილ ჭკუასელი.

2. საკოორდინაციო კომისიის შემადგენლობაში შეყვანილ იქნენ:

ივანე ჩხარტიშვილი – საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე

დავით ონოფრიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია