საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №503
1998 წლის 28 აგვისტო
ქ.თბილისი
„საქართველოს სატყეო მეურნეობის დარგის აღორძინებისა და მისი შემდგომი განვითარების სახელმწიფო პროგრამის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 31 დეკემბრის N 782 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
შეტანილ იქნეს ცვლილებები „საქართველოს სატყეო მეურნეობის დარგის აღორძინებისა და მისი შემდგომი განვითარების სახელმწიფო პროგრამის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 31 დეკემბრის №782 ბრძანებულების მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საკოორდინაციო კომისიის შემადგენლობაში:
1. საკოორდინაციო კომისიის შემადგენლობიდან გამოყვანილ იქნენ:
ნიკო ლეკიშვილი, თამაზ აგლაძე, კონსტანტინე ზალდასტანიშვილი, დავით ზუბიტაშვილი, თევდორე ნინიძე.
2. საკოორდინაციო კომისიის შემადგენლობაში შეყვანილი იქნენ:
ვაჟა ლორთქიფანიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე;
თემურ გიორგაძე – საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრი;
ზურაბ სოსელია – საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრის პირველი მოადგილე;
ბადრი შოშიტაიშვილი – საქართველოს მრეწველობის მინისტრი;
ლადო ჭანტურია – საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
ე.შევარდნაძე