საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №172
1998 წლის 25 მარტი
ქ.თბილისი
დსთ-ს და მშვიდობიანი კავკასიის საქმეთა სახელმწიფო ბიუროს საქმიანობის შემდოგომი სრულყოფის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ
დსთ-ს და მშვიდობიანი კავკასიის საქმეთა სახელმწიფო ბიუროს საქმიანობის შემდგომი სრულყოფის მიზნით:
1. „სახელმწიფო კანცელარიასთან არსებული დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის და „მშვიდობიანი კავკასიის“ საკითხთა სახელმწიფო ბიუროს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის და მშვიდობიანი კავკასიის საქმეთა სახელმწიფო ბიუროდ გარდაქმნის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 15 სექტემბრის №517 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანებულების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სახელმწიფო ბიუროს ძირითად ამოცანად განისაზღვროს მშვიდობიანი კავკასიის ინიციატივის განხორციელების, შიდა კონფლიქტების მოწესრიგებისა და დსთ-ს მონაწილე ქვეყნებთან ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარების საქმეში საქართველოს სამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის კოორდინირება და ხელშეწყობა;“.
ბ) ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-4 პუნქტის (სახელმწიფო ბიუროს მართვა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „სახელმწიფო ბიუროს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელიც იმავდროულად არის საქართველოს პრეზიდენტის პირადი და სრულუფლებიანი წარმომადგენელი აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური აღორძინების საკითხებში. თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილეები.“.
გ) ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-7 პუნქტს (სახელმწიფო ბიუროს სტრუქტურა) ცალკე აბზაცად დაემატოს:
„აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკურ აღორძინების საკითხთა განყოფილება.“.
2. საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით სახელმწიფო ბიუროს დაემატოს 5 საშტატო ერთეული და სახელმწიფო სარეზერვო ფონდიდან გამოეყოს მიზნობრივად 120 ათასი ლარი.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (მ. ჭკუასელი) 1999 წლის ბიუჯეტის ფორმირებისას გაითვალისწინოს მშვიდობიანი კავკასიის პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებათა დაფინანსება.
ე.შევარდნაძე