საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №355
2003 წლის 18 ივლისი
ქ. თბილისი
პრივატიზებული სახელმწიფო ქონების საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ
„აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს პრივატიზებული სახელმწიფო ქონების საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა თანდართული ფორმით.
2. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ (გ.გაჩეჩილაძე) დაამტკიცოს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების მიერ გასაცემი პრივატიზებული სახელმწიფო ქონების საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 4 მაისის № 348 დადგენილება საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის დამტკიცების შესახებ.
ე. შევარდნაძე
შეტანილი ცვლილებები:
1. ძალადაკარგულია - საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 აგვისტოს ბრძანებულება №330-სსმIII,№87,17. 08 .2004წ.,მუხ.754
(მესაკუთრის სახელი, მამის სახელი, გვარი, დასახელება)
მეორე ინახება საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროში, მესამე – (საჯარო რეესტრში).
მოწმობა ძალაშია ხელშეკრულებასთან და მიიღება-ჩაბარების აქტთან ერთად, რომლებიც წარმოადგენს მოწმობის გა ნუ ყოფელ ნაწილს.
გაცემულია 200 წლის “--------” -------------------------------------------
მინისტრი
ბ.ა.