საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის მიერ არასაბიუჯეტო (სპეციალური) სახსრების გამოყენების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
330
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2003-07-06
გამოქვეყნების თარიღი
2006-09-27
სარეგისტრაციო კოდი
010240030.05.002.000002
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის მიერ არასაბიუჯეტო (სპეციალური) სახსრების გამოყენების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №330

2003 წლის 6 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის მიერ არასაბიუჯეტო (სპეციალური) სახსრების გამოყენების შესახებ

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის მიერ კანონმდებლობით დადგენილი მომსახურებისათვის, ამ დეპარტამენტის მიერ გასატარებელი ღონისძიებებისათვის გაწეული ხარჯების დაფარვის, მისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებისა და თანამშრომელთა მატერიალური წახალისების მიზნით:

1. „საკარანტინო მოსაკრებლის შესახებ”, „სახელმწიფო საექსპერტიზო მოსაკრებლის შესახებ”, „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის მოსაკრებლის შესახებ” და „სახელმწიფო სერტიფიკატის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონების ამოქმედებამდე ნება დაერთოს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტს საკარანტინო, სალიცენზიო-სანებართვო, საექსპერტიზო, სერტიფიცირებისა და სხვა სახის ფასიანი მომსახურება განახორციელოს დადგენილი ტარიფების შესაბამისად.

2. მომსახურების საფუძველზე მიღებული შემოსავლების კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გადახდის შემდეგ, 90 პროცენტი დარჩეს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის სპეციალურ (არასაბიუჯეტო) სახსრების ანგარიშზე და მოხმარდეს მის მიერ ვეტერინარული ღონისძიებების გატარებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას, სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებას და თანამშრომელთა მატერიალურ წახალისებას, ხოლო 10 პროცენტი გადაერიცხოს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მატერიალური უზრუნველყოფისა და თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის.

ე. შევარდნაძე

შეტანილი ცვლილებები:

1. ძალადაკარგულია-საქართველოს პრეზიდენტის 2006  წლის 27 სექტემბრის ბრძანებულება №571-სსმIII,№133,29.09.2006წ.,მუხ.1788

კრებსითი — სრული ვერსია