საქართველოს პრეზიდენტის
ბ რ ძ ა ნ ე ბ უ ლ ე ბ ა №297
1998 წლის 5 მაისი
ქ. თბილისი
„საქართველოს სამთავრობო სატრანსპორტო კომისიის შექმნის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 11 მაისის №241 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს სამთავრობო სატრანსპორტო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 11 მაისის №241 ბრძანებულებაში და ამ ბრძანებულებით დამტკიცებულ კომისიაში.
1. დამატებით შეყვანილ იქნენ:
მალხაზ ჩაჩავა – საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე
ოლეგ ნიკოლეიშვილი – საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის უფროსი
ჯემალ მარგველიძე – საქართველოს საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარე
ალექსანდრე დანელია – საქართველოს ექსპედიტორთა ეროვნული ასოციაციის გენერალური მდივანი.
2. გამოყვანილ იქნენ კომისიის შემადგენლობიდან:
ავთანდილ იოსელიანი – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე
დავით სალარიძე – საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის ყოფილი უფროსი
ზურაბ ჭანკოტაძე – საქართველოს საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე.
3. ნუგზარ ბაბუციძის თანამდებობად მიეთითოს –საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის პირველი მოადგილე
დავით ძოწენიძის თანამდებობად მიეთითოს – საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.
ე. შევარდნაძე