ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის პროექტზე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ნებართვის პირობებთან დაკავშირებით სამთავრობო სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
13
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2004-04-03
გამოქვეყნების თარიღი
2008-12-03
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის პროექტზე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ნებართვის პირობებთან დაკავშირებით სამთავრობო სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №13

2004 წლის 3 აპრილი

ქ. თბილისი

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის პროექტზე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ნებართვის პირობებთან დაკავშირებით სამთავრობო სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის პროექტზე გაცემული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობების შესრულების მდგომარეობის შესწავლის მიზნით:

1. შეიქმნას სამთავრობო სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:

ზაალ ლომთაძე – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე, ჯგუფის ხელმძღვანელი

ლადო კახეთელიძე – საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მილსადენისა და სხვა ობიექტების დაცვის სამმართველოს უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი

ვახტანგ ლეჟავა – საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების მინისტრის მოადგილე

ირაკლი ქელბაქიანი – საქართველოს საერთაშორისო ნავთობის კორპორაციის პროექტების მთავარი აღმასრულებელი მენეჯერი

გიორგი ჩხეიძე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სამართლის დეპარტამენტის თავმჯდომარე

ალექსანდრე ხეთაგური – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე.

2. სამთავრობო სამუშაო ჯგუფმა უზრუნველყოს მის მუშაობაში ორი შესაბამისი ექსპერტისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი წარმომადგენლის მონაწილეობა.

3. ეთხოვოთ შესაბამის სამთავრობო უწყებებს საჭიროების შემთხვევაში სამთავრობო სამუშაო ჯგუფი უზრუნველყონ აუცილებელი ინფორმაციით.

4. სამთავრობო სამუშაო ჯგუფმა ერთ კვირაში წარმოადგინოს პირველადი დასკვნები.

5. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი   

ზ. ჟვანია

შეტანილი ცვლილებები:

1. ძალადაკარგულია - საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №233 - სსმ III, №174, 05.12.2008 წ., მუხ.1776

 

კრებსითი — სრული ვერსია