საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება № 4 9
2011 წლის 12 აპრილი
ქ. თბილისი
„ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის № 209 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე- 20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის № 209 ბრძანებით (სსმ III, 2006წ., № 12, მუხ. 138) დამტკიცებული დებულების 61 მუხლის:
ა) მე -2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე -5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ძველი თბილისის სამსახური;“ .
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 1 8 აპრილიდან.
ზ. ადეიშვილი