საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №38
1999 წლის 29 იანვარი
ქ. თბილისი
„საქართველოს პრეზიდენტთან არსებული სახელმწიფო ენის მუდმივი სახელმწიფო კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 20 აპრილის №209 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
შეტანილ იქნეს ცვლილებები „საქართველოს პრეზიდენტთან არსებული სახელმწიფო ენის მუდმივი სახელმწიფო კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 20 აპრილის №209 ბრძანებულებაში:
1. სახელმწიფო ენის მუდმივი სახელმწიფო კომისიის შემადგენლობიდან გამოყვანილ იქნენ: დავით იაკობიძე, თამაზ კვაჭანტირაძე, ნიკო ლეკიშვილი, გიორგი მერკვილაძე, თედო ნინიძე, გურამ ფანჯიკიძე, ბადრი შოშიტაიშვილი, ნოდარ ჯავახიშვილი.
2. კომისიის შემადგენლობაში შეყვანილ იქნენ:
გურამ ბენაშვილი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
ივანე ზიდელავა – ქ. თბილისის მერი
ალექსანდრე კარტოზია – საქართველოს განათლების მინისტრი
ვაჟა ლორთქიფანიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი
ირაკლი მანაგაძე – საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ზურაბ მახარაძე – საქართველოს საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე
დავით ონოფრიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი
რევაზ ღლონტი – სულხან-საბა ორბელიანის სახელობის საქართველოს სახელმწიფო სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „წიგნის პალატის“ გენერალური დირექტორი
თამაზ წივწივაძე – საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე
ლადო ჭანტურია -– საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
ე. შევარდნაძე