საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2581
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2003-07-23
გამოქვეყნების თარიღი
2003-08-12
სარეგისტრაციო კოდი
200.000.000.05.001.001.355
საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №32, 1997 წლიდ 24 ივლისი) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. 273-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 67–69-ე ნაწილები:

„67. 2004 წლის 1 იანვრიდან 2005 წლის 1 იანვრამდე სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანის ამოღების ადმინისტრირების ორგანიზება და „სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჯარიმებისა და საურავების დარიცხვა განახორციელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტმა.

68. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2003 წლის 1 ოქტომბრამდე შეიმუშაონ და დაამტკიცონ სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანების ანგარიშსწორების წესი და ფორმები.

69. ამ კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტი და IX კარი ამოღებულ იქნეს 2004 წლის 1 იანვრიდან.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                      ე. შევარდნაძე

თბილისი,

2003 წლის 23 ივლისი.

№2581–რს

კრებსითი — სრული ვერსია