საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №260
1997 წლის 19 მაისი
ქ. თბილისი
„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებელობისათვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილე მოხალისე სამხედრო მომსახურეთა და წვევამდელი ასაკის ახალგაზრდათა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დამდგენი სპეციალური კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 13 ნოემბრის №736 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებელობისათვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილე მოხალისე სამხედრო მომსახურეთა და წვევამდელი ასაკის ახალგაზრდათა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დამდგენი სპეციალური კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 13 ნოემბრის №736 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები:
1. კომისიის შემადგენლობიდან გამოყვანილ იქნეს გიორგი ჭანტურია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მთავარი შტაბის მთავარი საორგანიზაციო-სამობილიზაციო სამმართველოს მე-3 განყოფილების უფროსი საქართველოს სამხედრო ძალებიდან ასაკის გამო დათხოვნასთან დაკავშირებით.
2. კომისიის შემადგენლობაში შეყვანილ იქნეს ალექსი ჭინჭველაშვილი – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მთავარი შტაბის მთავარი საორგანიზაციო-სამობილიზაციო სამმართველოს მე-4 განყოფილების პირველი ქვეგანყოფილების ოფიცერი.
ე. შევარდნაძე