„საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის დროებითი დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 31 იანვრის №81 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
112
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2001-03-29
გამოქვეყნების თარიღი
2001-03-29
სარეგისტრაციო კოდი
010220000.05.002.000000
„საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის დროებითი დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 31 იანვრის №81 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №112

2001 წლის 24 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის დროებითი დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის       31 იანვრის №81 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში არსებულ ასიგნებათა ფარგლებში შემოღებულ იქნეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის მუდმივი და სრულუფ-ლებიანი წარმომადგენლის თანამდებობა.

2. შეტანილ იქნეს შესაბამისი ცვლილება „საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის დროებითი დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 31 იანვრის №81 ბრძანებულებით დამტკიცებულ სტრუქტურაში და ჩამონათვალს სიტყვების „საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი“ შემდეგ დაემატოს – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის მუდმივი და სრულუფლებიანი წარმომადგენელი.

   ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია