საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №619
1997 წლის 4 ნოემბერი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო კანცელარიის დროებითი დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 31 იანვრის №81 ბრძანებულებაში ნაწილობრივი ცვლილებების შეტანის შესახებ
„ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების კომისიების გაერთიანებული აპარატის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 23 სექტემბრის №536 ბრძანებულებისა და მის საფუძველზე საქართველოს სახელმწიფო მინისტრის 1997 წლის 16 ოქტომბრის №156 ბრძანებით დამტკიცებული საშტატო ნუსხისა და ხარჯთაღრიცხვის თანახმად, აგრეთვე „ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების შერეული საკონტროლო კომისიის ქართული მხარის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 27 დეკემბრის №324 განკარგულების შესაბამისად შემოღებული თანამდებობის – ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების კომისიების გაერთიანებული აპარატის უფროსის საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის დებულებაში ასახვის მიზნით: შეტანილ იქნეს ნაწილობრივი ცვლილება საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 31 იანვრის №81 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის დებულებაში:
– დებულების მე-7 მუხლში სიტყვების „სამსახურის უფროსების“ შემდეგ ჩაემატოს სიტყვები „ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების კომისიების გაერთიანებული აპარატის უფროსი“;
– დებულების მე-12 მუხლის ბოლო აბზაცში სიტყვების „სამსახურების უფროსების“ შემდეგ ჩაემატოს სიტყვები „ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების კომისიების გაერთიანებული აპარატის უფროსი“.
ე.შევარდნაძე