საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №587
2005 წლის 12 ივლისი
ქ. თბილისი
ალ. გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრისათვის აკადემიური თეატრის სტატუსის მინიჭების შესახებ
„საქართველოს თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს წარდგინების საფუძველზე ალ. გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსულ დრამატულ თეატრს მიენიჭოს აკადემიური თეატრის სტატუსი.
მ. სააკაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1.ძალადაკარგულია-საქართველოს 2006 წლის 9 ივნისის კანონი №3288-სსმI,№24,29.06.2006წ.,მუხ.187