საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საფინანსო-ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის შექმნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
549
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2005-06-24
გამოქვეყნების თარიღი
2006-11-27
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საფინანსო-ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის შექმნის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

 ბრძანებულება №549

2005 წლის 24 ივნისი

 ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საფინანსო-ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის შექმნის შესახებ

1. საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 18 ნოემბრის №483 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ეკონომიკის კვლევითი ინსტიტუტი რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – საფინანსო-ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტად (შემდგომში – ინსტიტუტი).

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) განახორციელოს ინსტიტუტის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი.

3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ 2005 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს:

ა) ინსტიტუტის რეორგანიზაციასთან დაკავშირებული კანონმ­დებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორ­ციელება;

ბ) ინსტიტუტის დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა კანონმდებლობით დადგენილ წესით.

მ. სააკაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1.ძალადაკარგულია-საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 27 ნოემბრის ბრძანებულება №705-სსმIII,№159,27.11.2005წ.,მუხ.2180

 

 

კრებსითი — სრული ვერსია