„საქართველოს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების რექტორთა საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 13 სექტემბრის №594 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
551
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2002-12-28
სარეგისტრაციო კოდი
430210000.05.002.000000
„საქართველოს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების რექტორთა საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 13 სექტემბრის №594 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №551

2002 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების რექტორთა საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 13 სექტემბრის №594 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე

სამეცნიერო კვლევით პროცესში, სტუდენტების აქტიური ჩაბმის, სტუდენტ-მეცნიერთა თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით „საქართველოს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების რექტორთა საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 13 სექტემბრის №594 ბრძანებულების მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 4.7. და 4.8 პუნქტები:

„4.7. რექტორთა საბჭოსთან არსებობს მის დაქვემდებარებაში მყოფი საკონსულტაციო ორგანო – საქართველოს სტუდენტთა სამეცნიერო საბჭო.

4.8. საქართველოს სტუდენტთა სამეცნიერო საბჭოს საქმიანობა განისაზღვრება რექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით“.

   ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია