განათლების სფეროში დასაქმებულ პროფესორ-მასწავლებელთა და მათთან გათანაბრებულ პირთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
550
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1996-08-20
გამოქვეყნების თარიღი
1996-08-30
სარეგისტრაციო კოდი
270090000.05.002.000281
განათლების სფეროში დასაქმებულ პროფესორ-მასწავლებელთა და მათთან გათანაბრებულ პირთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება № 550  

1996 წლის 20 აგვისტო   

ქ. თბილისი

განათლების სფეროში დასაქმებულ პროფესორ-მასწავლებელთა და მათთან გათანაბრებულ პირთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების შესახებ

1. იმასთან დაკავშირებით, რომ განათლების სფეროში დაწყებულ რადიკალურ რეფორმებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ახალი ქართული სახელმწიფოებრიობის, დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობაში, ქვეყნის საბაზრო ეკონომიკის რელსებზე გადასვლაში, გაიზარდოს განათლების სფეროში დასაქმებულ პროფესორ-მასწავლებელთა და მათთან გათანაბრებულ პირთა შრომის ანაზღაურება (თანამდებობრივი განაკვეთები და მათი დანამატები) 1996 წლის პირველი სექტემბრიდან 100 პროცენტით.

2. საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტრომ ფინანსთა სამინისტროსთან და განათლების სამინისტროსთან ერთად მიმდინარე წლის 1 სექტემბრამდე შეიმუშაოს და გამოსცეს ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული სათანადო მითითებები და განმარტებები.

3. ბრძანებულება ამოქმედდეს "საქართველოს 1996 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანის შემდეგ.

ე. შევარდნაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია