„კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 11 ივლისის №159 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
23/04
მიმღები ორგანო
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2011-04-07
გამოქვეყნების თარიღი
2011-04-12
სარეგისტრაციო კოდი
220090000.18.011.016024
„კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 11 ივლისის №159 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №23/04

2011 წლის 7 აპრილი

ქ. თბილისი

 „კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 11 ივლისის №159 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 11 ივლისის №159 ბრძანებით (სსმ III, 24.07.03წ., №74, მუხ. 675) დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისა და ბანკის ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ გამოცემული ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე ბანკის საკორესპონდენტო ანგარიში (ანგარიშები) დაიხურება და ეროვნულ ბანკში გაიხსნება ახალი სალიკვიდაციო ანგარიში (როგორც ლარით, ისე უცხოური ვალუტით), რომელზეც გადაიტანება ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშზე (ანგარიშებზე) რიცხული ნაშთი და სავალდებულო რეზერვების ანგარიშზე რიცხული თანხა.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ქადაგიძე

კრებსითი — სრული ვერსია