ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №15
2011 წლის 4 აპრილი
დაბა ჩხოროწყუ
„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასისა და სარგებლობის ქირის ოდენობის დადგენის შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 დეკემბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. შეტანილ იქნეს „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასისა და სარგებლობის ქირის ოდენობის დადგენის შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 დეკემბრის №40 დადგენილებაში ცვლილებები.
2. დადგენილების შესავალი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად“.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. ლემონჯავა