საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №34
2000 წლის 3 თებერვალი
ქ. თბილისი
„საქართველოს სოციალური ინვესტიციების ფონდის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 16 აგვისტოს №527 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„საქართველოს სოციალური ინვესტიციების ფონდის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 16 აგვისტოს №527 ბრძანებულების მე-3 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება:
1. ფონდის გამგეობის შემადგენლობიდან გამოყვანილ იქნეს თ.გაზდელიანი.
2. ფონდის გამგეობის შემადგენლობაში შეყვანილ იქნეს ავთანდილ ჯორბენაძე - საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
ე. შევარდნაძე