საქართველოს კანონი
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997 წელი) 875-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 875. შემნახველი წიგნაკი
საკრედიტო დაწესებულება შემნახველი წიგნაკის გაცემისას უფლებამოსილია შეავსოს იგი მხოლოდ სახელობით (კონკრეტულ პირზე).“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2003 წლის 23 ივლისი.
№2617-რს