საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №121
1999 წლის 31 მარტი
ქ. თბილისი
„აგრარული პოლიტიკის ეროვნული საბჭოს შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 11 აგვისტოს №505 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
შეტანილ იქნეს ცვლილებები „აგრარული პოლიტიკის ეროვნული საბჭოს შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 11 აგვისტოს №505 ბრძანებულების მე-2 პუნქტით დამტკიცებულ აგრარული პოლიტიკის ეროვნული საბჭოს შემადგენლობაში:
1. საბჭოს შემადგენლობიდან გამოყვანილ იქნენ არჩილ გოგელია, კამო ქართველიშვილი, ბადრი შოშიტაიშვილი.
2. საბჭოს შემადგენლობაში შეყვანილ იქნენ:
ივანე ზოდელავა – თბილისის მერი
ზაზა შენგელია – საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კორპორაციის თავმჯდომარე
ელგუჯა გუგუშვილი – ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი.
3. საბჭოს წევრებს თანამდებობად მიენიშნოთ:
ზურაბ გეგეჭკორს – საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე
გრიგოლ დათუნაიშვილს – საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სექტორული ეკონომიკის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, სოფლის მეურნეობის, სურსათისა და გარემოს დაცვის განყოფილების უფროსი, პასუხისმგებელი მდივანი
დოდო ყარაულაშვილს – საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სოციოლოგიური სამსახურის უფროსი.