საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №648
1996 წლის 28 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 11 აგვისტოს №500 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მიღებულ იქნეს საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის წინადადება მთავრობის რეზიდენციებში საზღვარგარეთის ქვეყნების სამთავრობო დელეგაციებისა და უმაღლესი რანგის სტუმრების მომსახურებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შენარჩუნების მიზნით სამსახურის დაქვემდებარებაში სახელმწიფო მეურნეობების დატოვების თაობაზე და საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 11 აგვისტოს №500 ბრძანებულების პირველ პუნქტში სიტყვებს „შინაგან საქმეთა სამინისტროების“ დაემატოს „და საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის“, შემდეგ როგორც ტექსტშია.
ე. შევარდნაძე