საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში მსუბუქი მრეწველობის დეპარტამენტის შექმნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
483
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1996-07-30
გამოქვეყნების თარიღი
1996-07-31
სარეგისტრაციო კოდი
390050000.05.002.000233
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში მსუბუქი მრეწველობის დეპარტამენტის შექმნის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №483

1996 წლის 26 ივლისი

 ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში მსუბუქი მრეწველობის დეპარტამენტის შექმნის შესახებ

1. საქართველოს მსუბუქი მრეწველობის განვითარების საერთაშორისო ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტის, დარგის პოტენციური შესაძლებლობების უკეთ გამოყენებისა და საწარმოთა საბაზრო-ეკონომიკური ურთიერთობების პირობებში ფუნქციონირებისათვის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სტრუქტურაში შეიქმნას მსუბუქი მრეწველობის დეპარტამენტი.

2. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მრეწველობის დეპარტამენტს მოეხსნას მსუბუქი მრეწველობის დარგის ფუნქცია და გადაეცეს იგი საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მსუბუქი მრეწველობის დეპარტამენტს, რომლის ცენტრალური აპარატი ჩამოყალიბდეს მრეწველობის დეპარტამენტის აპარატისა და ეკონომიკის სამინისტროს აპარატის გადანაწილების ხარჯზე.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ეკონომიკის სამინისტროს მსუბუქი მრეწველობის დეპარტამენტისათვის დამატებით გამოყოს სამი საშტატო ერთეული.

 ე. შევარდნაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია