საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №171
1998 წლის 25 მარტი
ქ. თბილისი
„არასრულწლოვანების სოციალური დაცვის, პროფესიული მომზადებისა და სამართლდარღვევათა პროფილაქტიკის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 1 ივლისის №431 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
შეტანილ იქნეს ცვლილებები „არასრულწლოვანების სოციალური დაცვის, პროფესიული მომზადებისა და სამართალდარღვევათა პროფილაქტიკის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 1 ივლისის №431 ბრძანებულებაში:
1. არასრულწლოვანთა საქმეების და მათი სოციალური დაცვის სამთავრობო კომისიის შემადგენლობიდან გამოყვანილ იქნენ თემურ გიორგაძე და დავით ჯიბღაშვილი სხვა სამსახურში გადასვლის გამო.
2. არასრულწლოვანთა საქმეების და მათი სოციალური დაცვის სამთავრობო კომისიის წევრებად შეყვანილ იქნენ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში რუსუდან ბერიძე, საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე ილია ჭრელოშვილი, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის რეფერენტი ზურაბ მიქაძე.
ე.შევარდნაძე