საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №430
1996 წლის 1 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული პროგრამის დამტკიცებისა და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ნარკომანიის გავრცელების, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ
1. დამტკიცდეს საქართველოს ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული პროგრამა (თან ერთვის).
2. შეიქმნას საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ნარკომანიის გავრცელების, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
კახა თარგამაძე – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, სახელმწიფო კომისიის თანათავმჯდომარე
ავთანდილ ჯორბენაძე – საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი, სახელმწიფო კომისიის თანათავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე – საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელი
თენგიზ აბულაძე – საქართველოს დეპარტამენტის თავმჯდომარე
კახი ასათიანი – საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე
თენგიზ გაზდელიანი – საქართველოს სოციალური დაცვის შრომისა და დასაქმების მინისტრი
გურამ გვეტაძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე
როლანდ გილიგაშვილი – საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე
არჩილ გოგელია – საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კორპორაციის თავმჯდომარე
ავთანდილ იოსელიანი –საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის მოადგილე
მალხაზ კაკაბაძე – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
თამაზ კვაჭანტირაძე – საქართველოს განათლების მინისტრი
დავით კობახიძე – ეროვნული უშიშროების აპარატის სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი, მთავარი სახელმწიფო მრჩეველი
გელა ლეჟავა – საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ნარკოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი, ნარკომანების მკურნალობის, მათი სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციის მუდმივი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი
ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი – საქართველოს ახალგაზრდულ საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე
გიორგი სანაძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი
აკაკი სიხარულიძე – საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარე
ალექსანდრე ტალიაშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე
ვალერი ჩხეიძე – საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე
ჯემალ ჯანაშია – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ნარკომანიისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული ბიუროს უფროსი, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მუდმივი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი.
3. დამტკიცდეს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ნარკომანიის გავრცელების, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო კომისიის დებულება და სტრუქტურა.
4. შეიქმნას მხარეებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებთან ანალოგიური კომისიები, რომლებიც სისტემატიურად გააკონტროლებენ ადგილებზე პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შესრულებას.
5. კომისიის თანათავმჯდომარეებისა და მხარეებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულების ანგარიშები პერიოდულად მოსმენილ იქნეს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომებზე.
ე. შევარდნაძე
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ნარკომანიის გავრცელების ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო კომისიის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1. ზოგადი დებულება
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ნარკომანიის გავრცელების, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო კომისია (შემდგომში – კომისია) არის საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მუდმივი ორგანო, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ კანონის, საქართველოს საკანონმდებლო აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.
კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ახორციელებს ნარკომანიის გავრცელების, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე საკონტროლო და საქმიანობას, ამზადებს საკითხებს ეროვნული უშიშიროების საბჭოზე განსახილველად.
კომისია ყველა აღნიშნულ საკითხზე თანამშრომლობს უცხოეთის ქვეყნების შესაბამის სტრუქტურებთან, გაეროს ნარკოტიკებზე კონტროლის საერთაშორისო კომიტეტთან, ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან, სხვა საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებთან.
კომისიის მუშაობის ეფექტიანად წარმართვისათვის მუდმივი სამუშაო ორგანოს სახით კომისიის შემადგენლობაში ფუნქციონირებს:
1. ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მუდმივი სამუშაო ჯგუფი;
2. ნარკომანების მკურნალობის, მათი სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციის მუდმივი სამუშაო ჯგუფი.
კომისია მუშაობას წარმართავს ნარკომანიის გავრცელების, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული პროგრამის, მის მოთხოვნათა განსახორციელებლად კომპლექსურ ღონისძიებათა 1996 - 1997 წლების სამუშაო გეგმის და ეროვნული უშიშროების საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილებებისა და რეკომენდაციების თანახმად.
მუხლი 2. კომისიის სტრუქტურა
კომისიის წევრებს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. კომისიის წევრები შეიძლება იყვნენ სამინისტროებისა და უწყებების ხელმძღვანელები ან მათი მოადგილეები, რომელთა სამსახურებრივ ფუნქციებში შედის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის პრობლემები.
კომისია ახორციელებს ნარკოტიკების კონტროლის სფეროში მოქმედი ყველა დაინტერესებული სამინისტროსა და უწყების მუშაობის კოორდინაციასა და ხელმძღვანელობას, ინფორმაციის შეკრებას და ანალიზს, სიტუაციის მუდმივ მონიტორინგს, ეროვნული უშიშროების საბჭოზე განსახილველად საკითხებისა და პრობლემების მომზადებას ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის და ნარკომანების მკურნალობის, მათი სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციის მუდმივი სამუშაო ჯგუფების მეშვეობით სამუშაო ჯგუების ხელმძღვანელებს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული უშიშროების საბჭოს წარდგინებით.
მუდმივი სამუშაო ჯგუფების წევრებს ამტკიცებს კომისია მინისტრებისა და უწყებების ხელმძღვანელების წარდგინებით.
ავტონომიურ რესპუბლიკებში, სამხარეო ადმინისტრაციებში შესაბამისი ხელმძღვანელები ფუნქციური განაწილების ხარჯზე ქმნიან ნარკომანიის გავრცელების, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის ადგილობრივ კომისიებს, რომლებიც თანამშრომლობენ და ანგარიშვალდებული არიან სახელმწიფო კომისიის წინაშე.
მუხლი 3. კომისიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები
კომისიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
- ნარკომანიის გავრცელების, ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების და პრეკურსორების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზაციულ-მეთოდოლოგიური უზრუნველყოფა;
- ნარკომანიის გავრცელების, ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების და პრეკურსორების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი ბაზით უზრუნველყოფა;
- ნარკომანიით დაავადებულ პირთა მკურნალობის და სოციალური რეაბილიტაციისათვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელება. ამ მიმართულებით საუწყებო და უწყებათშორისი ნორმატიული აქტების მომზადების უზრუნველყოფა;
- ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ მებრძოლი სპეციალური სამსახურების სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციით დასაქმებულ პირთა საკადრო პოტენციალის გასაძლიერებელ ღონისძიებათა განხორციელება;
- ნარკომანიის გავრცელების, ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების და პრეკურსორების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის პრობლემების მეცნიერული კვლევის და რეკომენდაციების შემუშავების ორგანიზება;
- ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის სფეროში პროგნოზირების გათვალისწინებით უშიშროების საბჭოსათვის დასკვნების, ცნობების, წინადადებებისა და რეკომენდაციების წარდგენა;
- მიღებული გადაწყვეტილების შესრულების კონტროლი, მიმდინარე სამუშაოების კოორდინაცია, უშიშროების საბჭოს რეგულარული ინფორმირება მათი მსვლელობის შესახებ, ამისათვის შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების, სამინისტროების, დეპარტამეტებისა და სხვა უწყებათა საქმიანობის კოორდინაცია, მათ მიერ ეროვნული პროგრამის მოთხოვნათა შესრულების კოორდინაცია, ამ საკითხებზე შესაბამის ხელმძღვანელთა ანგარიშების მოსმენა, უშიშროების საბჭოში წარსადგენი წინადადებებისა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავება;
- დაქვემდებარებული მუდმივი ჯგუფების გეგმებისა და პროგრამების განხილვა და დამტკიცება, მათი შესრულების ანგარიშების მოსმენა, სამუშაო ჯგუფების მიერ მომზადებული საკითხების უშიშროების საბჭოსათვის წარდგენა;
- პრესის, რადიომაუწყებლობისა და ტელევიზიის საშუალებით მოსახლეობის ინფორმირება საქართველოში არსებული მდგომარეობის, სამომავლო გეგმების, რეალურად გადადგმული ნაბიჯებისა და მიმდინარე პროცესების განვითარების პროგნოზების შესახებ.
მუხლი 4. კომისიისა და მუდმივი სამუშაო ჯგუფების უფლებები და მოვალეობები
დასახელებული სტრუქტურები უფლებამოსილი არიან ქვეყნის მასშტაბით ნარკომანიის გავრცელების, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე შეამოწმონ დაწესებულებები, ორგანიზაციები, საწარმოები შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებების ხელმძღვანელებთან შეთანხმების შემდეგ.
სამინისტროების, უწყებების ხელმძღვანელები ვალდებული არიან სამუშაო ჯგუფებს აღმოუჩინონ ყოველგვარი დახმარება, შეუქმნან მუშაობის პირობები, საჭიროების შემთხვევაში წარუდგინონ მათ სათანადო დოკუმენტაცია დადგენილი წესის მიხედვით. შემოწმებული მასალების საფუძველზე კომისია უფლებამოსილია უშიშროების საბჭოს წინაშე დასვას შესაბამისი ხელმძღვანელების პასუხისმგებლობის საკითხი.
კომისიის წევრებს აქვთ სათანადო პირადობის დამადასტურებელი მოწმობები, რომლითაც დაუბრკოლებლად შეუძლიათ იმოქმედონ ამ დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში ნარკომანიის გავრცელების,ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე.
კომისიის მუდმივი სამუშაო ჯგუფის წევრების სამივლინებო, სატრანსპორტო და სხვა ხარჯების ანაზღაურება ხდება დაინტერესებული სამინისტროების და უწყებების ხარჯზე.
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო
–––––––––––––––––––––––––––––––––––––
ნარკომანიის გავრცელების,ნარკოტიკების
უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის
სახელმწიფო კომისია
| შინაგან საქმეთა მინისტრი (კომისიის თანათავმჯდომარე) | ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი (კომისიის თანათავმჯდომარე)
|
1. საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე
2. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის მოადგილე
3. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე
4. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
5. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე
6. მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი
7. განათლების მინისტრი
8. სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების მინისტრი
9. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე
10. საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარე
11. სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარე
12. ტელე-რადიო კორპორაციის თავმჯდომარე
13. ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მუდმივი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი
14. ნარკომანების მკურნალობის, მათი სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციის მუდმივი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი
15. ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარე
16. ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარე
17. ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის განყოფილების უფროსი
18. საქართველოს პრეზიდენტის პრესცენტრის ხელმძღვანელი
| შსს ნწბ უფროსი – ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მუდმივი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი | საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო ნარკოლოგიური სამსახურის უფროსი – ნარკომანების მკურნალობის, მათი სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციის მუდმივი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი |
1. პროკურატურის წარმომადგენელი 1. სოციალური დაცვის სამინისტროს
წარმომადგენელი
2. უშიშროების წარმომადგენელი 2. განათლების სამინისტროს წარმომადგენელი
3. იუსტიციის წარმომადგენელი 3. კულტურის სამინისტროს წარმომადგენელი
4. თავდაცვის სამინისტროს 4. სპორტის დეპარტამენტის წარმომადგენელი
წარმომადგენელი
5. საგარეო საქმეთა სამინისტროს 5. ტურიზმის დეპარტამენტის
წარმომადგენელი წარმომადგენელი
6. ფინანსთა სამინისტროს 6. ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი
წარმომადგენელი ნარკოლოგი
7. კავშირგაბმულობის და ფოსტის 7. ტელე-რადიო კორპორაციის წარმომადგენელი
სამინისტროს წარმომადგენელი
8. სახ.საზღვრის დაცვის სახ. 8. ფონდი „ანტინარკომანიის“ წარმომადგენელი
დეპარტამენტის წარმომადგენელი
9. საბაჟო დეპარტამენტის 9. ნარკოლოგიური ცენტრის წარმომადგენელი
წარმომადგენელი
10. ჯანმრთელობის დაცვის 10. ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის
სამინისტროს წარმომადგენელი
დეპარტამენტის წარმომადგენელი
ნარკოტიკების ლეგალური ბრუნვისადმი
კონტროლის წარმომადგენელი