„საქართველოს საავტომობილო გზების აღდგენისა და განვითარების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 14 ივნისის №388 ბრძანებულებით დამტკიცებულ სამთავრობო კომისიის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
645
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1998-11-14
გამოქვეყნების თარიღი
1998-11-20
სარეგისტრაციო კოდი
310060000.05.002.000000
„საქართველოს საავტომობილო გზების აღდგენისა და განვითარების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 14 ივნისის №388 ბრძანებულებით დამტკიცებულ სამთავრობო კომისიის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №645

1998 წლის 14 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს საავტომობილო გზების აღდგენისა და განვითარების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 14 ივნისის №388 ბრძანებულებით დამტკიცებულ სამთავრობო კომისიის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„საქართველოს საავტომობილო გზების აღდგენისა და განვითარების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 14 ივნისის №388 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს საავტომობილო გზების აღდგენა-განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამუშავების, დაფინანსების წყაროების განსაზღვრისა და ამ საქმეში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების სამთავრობო კომისიის შემადგენლობაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. კომისიის შემადგენლობიდან გამოყვანილ იქნენ: ნიკო ლეკიშვილი, ტახირ არველაძე, კონსტანტინე სალია, კონსტანტინე ზალდასტანიშვილი, თედო ნინიძე, დავით იაკობიძე, ლევან კენჭაძე, ვარდიკო ნადიბაიძე, გურამ ნაკაიძე, ავთანდილ სილაგაძე.

2. კომისიის შემადგენლობაში შეყვანილ იქნენ:

ვაჟა ლორთქიფანიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

ვაჟა შუბლაძე – საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე

თამარ ბერუჩაშვილი – საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი;

ლადო ჭანტურია – საქართველოს იუსტიციის მინისტრი;

მიხეილ ჭკუასელი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი;

ნიკოლოზ ივანიშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი

დავით თევზაძე – საქართველოს თავდაცვის მინისტრი;

გია ცაგარელი – ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის საპრობლემო ცენტრის დირექტორი

მიხეილ უკლება – საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრი;

3. ბორის სარალიძის თანამდებობად მიეთითოს – საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე.

თამაზ შილაკაძის თანამდებობად მიეთითოს – ინსტიტუტ „საქგზამეცნიერების“ გენერალური დირექტორი

მიხეილ ესაკიას თანამდებობად მიეთითოს – საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია