„პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 15 ოქტომბრის N832 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
189
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2011-04-07
გამოქვეყნების თარიღი
2011-04-08
სარეგისტრაციო კოდი
100110000.08.002.016202
„პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 15 ოქტომბრის N832 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №1 89

2011 წლის 7 აპრილი

ქ. თბილისი

� პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ� საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 15 ოქტომბრის №832 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

1. �ნორმატიული აქტების შესახებ� საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, � პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ� საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 15 ოქტომბრის №832 ბრძანებულების (სსმ III, 2010 წ., №134, მუხ. 1925) პირველი პუნქტით დამტკიცებულ წესში შეტან ი ლ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

� 1. სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და მიღწეული წარმატებებისათვის მოსამსახურისათვის გათვალისწინებულია� წახალისების შემდეგი ფორმები :

ა) მადლობის გამოცხადება;

ბ) ფულადი პრემია;

გ) მადლობის სიგელით დაჯილდოება;

დ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;

ე ) სამინისტროს სიგელით დაჯილდოება;

ვ) სამკერდე ნიშნით დაჯილდოება;

ზ) სამინისტროს მედალიონით დაჯილდოება;

თ) სამინისტროს მედლით დაჯილდოება;

ი) � მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება;

კ ) შეფარდებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის � ვადაზე ადრე მოხსნა;�

ლ ) სამსახურებრივ-საშტატო � იარაღით დაჯილდოება.�;

ბ) მე-18 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

�3. სამკერდე ნიშნის, სამინისტროს მედალიონისა და მედლის ნიმუშებს ამტკიცებს მინისტრი.�;

გ) მე-19 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ი� ქვეპუნქტი:

� ი) სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა.�;

დ) მე-20 მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�13. მოსამსახურის წახალისებისა და მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების წესს განსაზღვრავს მინისტრი.�.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ . სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია