საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/50 5
2011 წლის 6 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალურ აპარატში პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
„ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის № 77 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის ”ს” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალურ აპარატში პრაქტიკის გავლის თანდართული წესი.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის პირველი მოადგილე ა. კეკელია
შეტანილი ცვლილებები:
1. ძალადაკარგულია - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 27 აპრილის ბრძანება №1-1/1073 - ვებგვერდი, 30.04.2012 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალურ აპარატში პრაქტიკის გავლის წესი
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1
ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალურ აპარატში (შემდგომში – სამინისტრო) პრაქტიკის გავლის წესსა და პირობებს.
მუხლი 2
მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფის მიზნით, სამინისტრო უქმნის პრაქტიკანტებს დამოუკიდებელი მუშაობისა და შემოქმედებითი ინიციატივის გამოვლენისათვის საჭირო პირობებ სა და შესაძლებლობას.
მუხლი 3
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) პრაქტიკა – სამინისტროს ცენტრალურ აპარატში ამ წესით რეგულირებადი, აუნაზღაურებელი საქმიანობა;
ბ) კანდიდატი – პირი, რომელსაც ამ წესის შესაბამისად სამინისტროში შემოტანილი აქვს განაცხადი პრაქტიკის გავლის შესახებ და ამ წესით დადგენილი დოკუმენტები;
გ) პრაქტიკანტი – პირი, რომელიც ამ წესის საფუძველზე გადის პრაქტიკას.
თავი II
პრაქტიკანტის სტატუსი
მუხლი 4
პრაქტიკანტად მიიღება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი.
მუხლი 5
გადაწყვეტილებას კანდიდატის პრაქტიკანტად დანიშვნის შესახებ იღებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი (შემდგომში – მინისტრი) სამინისტროს ადმინისტრაციის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) წარდგინების საფუძველზე.
მუხლი 6
კანდიდატმა სამინისტროში უნდა წარმოადგინოს შევსებული განაცხადის ფორმა (დანართი № 1) და შემდეგი საბუთები:
ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) ცნობა-დახასიათება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;
გ) სტუდენტის აკადემიური მოსწრების წიგნაკის ასლი ან/და ცნობა აკადემიური მ იღწევის შესახებ;
დ) ერთი ფოტოსურათი (3x4).
მუხლი 7
პრაქტიკის ვადა განისაზღვრება არა უმეტეს 6 თვისა.
მუხლი 8
პრაქტიკანტთა რაოდენობა სამინისტროს სტუქტურულ ქვედანაყოფში არ უნდა აღემატებოდეს ამ სტრუქტურულ ქვედანაყოფში შტატით გათვალისწინებულ მოსამსახურეთა საერთო რაოდენობის 1/3-ს.
თავი III
პრაქტიკანტის უფლება-მოვალეობები
მუხლი 9
პრაქტიკანტს უფლება აქვს:
ა)დეპარტამენტისგან მიიღოს აუცილებელი კონსულტაციები მუშაობის ორგანიზების შესახებ;
ბ) ჰქონდეს სათანადო პირობები მასზე დაკისრებული დავალებების შესასრულებლად;
გ) სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის თანხმობით გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას, ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით;
დ) გაეცნოს სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობის სპეციფიკას, იმ საკითხების მომზადებასა და სათანადო დოკუმენტების შედგენას, რომელიც ამ სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის სფეროს მიეკუთვნება.
მუხლი 10
პრაქტიკანტი მოვალეა:
ა) გაეცნოს და იხელმძღვანელოს სამინისტროს საქმიანობის მარეგულირებელი დოკუმენტაციით;
ბ) დადგენილ ვადებში შეასრულოს ყველა ის დავალება, რომელიც მას დაეკისრება სამინისტროს იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის ან უშუალო ხელმძღვანელის მიერ, სადაც იგი გადის პრაქტიკას ;
გ) დროულად გამოცხადდეს პრაქტიკის გავლის ადგილას და არასაპატიო მიზეზით არ გააცდინოს პრაქტიკა, ხოლო საპატიო მიზეზის არსებობისას ამის შესახებ დროულად აცნობოს უშუალო ხელმძღვანელს .
თავი IV
სამინისტროს უფლება-მოვალეობანი
მუხლი 11
1. სამინისტრო პრაქტიკანტს უქმნის სათანადო პირობებს და გარემოს პროფესიული უნარ - ჩვევების გამოსამუშავებლად და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად.
2. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი პრაქტიკანტს აძლევს დავალებებს და აკონტროლებს მათ შესრულებას .
3. სამინისტრო ს სტრუქტურული ერთეულის უფროსი პრაქტიკის დასრულების შემდეგ აძლევს პრაქტიკანტს ცნობა -დახასიათებას პრაქტიკის გავლის შესახებ .
4. სამინისტრო აძლევს პრაქტიკანტს მოწმობას (დანართი №2) პრაქტიკის გავლის შესახებ .
თავი V
პრაქტიკის გავლის სხვა პირობები
მუხლი 12
1. პრაქტიკის შეწყვეტის საფუძველია:
ა) პრაქტიკის გავლის პერიოდში არასაპატიო მიზეზით 5 სამუშაო დღის განმავლობაში შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფში გამოუცხადებლობა;
ბ) დავალების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;
გ) პირადი განცხადება;
დ) ამ წესის მე-13 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა.
2. პრაქტიკის შეწყვეტის გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი დეპარტამენტის წინადადებით.
მუხლი 13
კანონმდებლობით დადგენილი წესი ს შესაბამისად, პრაქტიკანტის სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფში დანიშ ვ ნ ის ა ს მას პრაქტიკა ჩაეთვლება გავლილად და ეძლევა შესაბამისი მოწმობა .
დანართი № 1
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
განაცხადი პრაქტიკის გავლაზე
1. სახელი, გვარი ----------------------------------------------------------------------------
2. დაბადების თარიღი ---------------------------------------------------------------------
3. უმაღლესი სასწავლებელი ---------------------------------------------------------------
4. ფაკულტეტი, სპეციალობა ---------------------------------------------------------------
5. რომელი უცხო ენები იცით ?
ა)----------------------------- ---- ბ)-----------------------------------
გ)---------------------------------- დ)------------------------------------
რომელ კომპიუტერულ პროგრამებს ფლობთ?
ა) ---------------------------------- ბ) -------------------------------------
გ)---------------------------------- დ) -------------------------------------
7. რომელი სასწავლო კურსები გაქვთ გავლილი? სტუდენტურ გაცვლით პროგრამებში თუ მიგიღიათ მონაწილეობა? რომელ კონფერენციებში მონაწილეობდით?
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
8. სამინისტროს რომელ სტრუქტურულ ქვედანაყოფში გსურთ პრაქტიკის გავლა?
(მიუთითეთ ერთი ქვედანაყოფი)
----------------------------------------------------------------------------------------------------
9. საცხოვრებელი ადგილის მისამართი -----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
10. საკონტაქტო ტელეფონი -------------------------------------------------------------------------
11. ელექტრონული ფოსტის მისამართი -----------------------------------------------------------
12. ანკეტის შევსების თარიღი -----------------------------------------------------------------------
13. შემვსები პირის ხელმოწერა ---------------------------------------------------------------------
დანართი №2
|
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
პრაქტიკის გავლის დამადასტურებელი მ ო წ მ ო ბ ა
გადაეცა
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (სახელი, გვარი)
მასზე, რომ მან 20 წლის „ „ ––––– დან 20 წლის „ „ –––––––– მდე
გაიარა პრაქტიკა
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი)
თარიღი „ „ ––––––––– 20 წ. ––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––– უფლებამოსილი თანამდებობის პირების ხელმოწერა
მოწმობა გაიცა „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალურ აპარატში პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის № ––––– ბრძანების შესაბამისად
|