მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთათვის სოციალური დანამატის განსაზღვრის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
111
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-04-29
გამოქვეყნების თარიღი
2008-10-08
სარეგისტრაციო კოდი
000000000.0.000.000000
მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთათვის სოციალური დანამატის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №111

2008 წლის 29 აპრილი

ქ. თბილისი

მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთათვის სოციალური დანამატის განსაზღვრის შესახებ

მუხლი 1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლე­ბამო­სილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5­ მუხლის ,,მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე:

1. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტა­ტუსის მქონე პირებს დახმარების სახით განესაზღვროთ სოცი­ალური დანამატი – ყოველთვიურად 10 ლარის ოდენობით. აღნიშ­ნული დანამა­ტის მიღების უფლება გავრცელდეს მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც ამავდროულად:

ა) არიან ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქარ­თველოს კანო­ნის შესაბამისად მკვეთრად გამოხატული შეზღუ­დული შესა­ძლებლობის სტატუსის საფუძვლით მინიმალური სახელმწიფო პენსიის მიმღები პირები;

ბ) სარგებლობენ ,,სოციალური დახმარების შესახებ“ სა­ქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადენილებით გათვალისწინებული საარსებო შემწეობის მიღების უფლებით და არ არიან საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიმღებნი.

2. სოციალური დანამატი 2008 წლის 1 მაისიდან კომპეტენტურ ორგანოში მომართვის გარეშე ავტომატურად დაენიშნებათ იმ პირებს, რომლებიც ამ დროისათვის აკმაყოფილებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირობებს. 2008 წლის 1 მაისის შემდგომ პერიოდში ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირობების წარმოშობისას სოციალური დანამატის დანიშვნა მოხდება მაძიებლის წერილობითი განცხადებით მომართვის მომდევნო თვიდან.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირობების წარმოშობა, შეჩერება, განახლება და შეწყვეტა ავტომატურად იწ­ვევს ამ დადგენილებით გათვალისწინებული სოციალური დანამატის დანიშვნას, შეჩერებას, განახლებასა და შეწყვეტას ამ პირობების დადგომის მომდევნო თვიდან.

4. სოციალური დანამატის ადმინისტრირებას ახორციელებს სსიპ – სოციალური სუბსიდიების სააგენტო.

5. სოციალური დანამატის დაფინანსება განხორციელდეს ,,სა­ქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქარ­თველოს კანონის 48-ე მუხლით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში (საბიუჯეტო კოდი 35 21 05).

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე

შეტანილი ცვლილებები:

1. ძალადაკარგულია-საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 ოქტომბრის დადგენილება  №206-სსმIII, №148, 09.10.2008წ; მუხ.1480

კრებსითი — სრული ვერსია