„ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ" ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 7 მარტის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
13
მიმღები ორგანო
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-03-31
გამოქვეყნების თარიღი
2011-04-08
სარეგისტრაციო კოდი
200010000.35.128.016045
„ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ" ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 7 მარტის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის

წარმომადგენლობითი ორგანოს   საკრებულოს

დადგენილება №13 

2011 წლის 31 მარტი

დ. ხარაგაული

„ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 7 მარტის №12  დადგენილებაში  ცვლილების შეტანის  თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად საჭიროა  

შეტანილ  იქნეს ცვლილება  „ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ “ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 7 მარტის №12   დადგენილებაში.

 (საკანონმდებლო მაცნე,  ვებ.გვერდი სარეგისტრაციო კოდი 2000 10000. .35.128.016044, 2011 წლის           22 მარტი) ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: 

    მუხლი 1

შეტანილ  იქნეს ცვლილება „ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ" ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 07 მარტის №12  დადგენილებაში:

1. დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დადგინდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის შემდეგი წლიური საბაზისო განაკვეთები:

 

ადმინისტრაციული ერთეული

სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის საბაზისო განაკვეთი( ლარი/ჰა)               

 

 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტი

 

სახნავი

 

 

სათიბი

 

საძოვარი

ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეები

 ბუნებრივი რესურსები

53,5

17,5

 

12,5

20,0

3,0

 

 

 

 

 

                                                                                                         

 

 

 

 

 

2. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-3, მე-10, მე-18, მე-20, პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სოფელი ბორითი 0.37“.

„10. სოფელი ნადაბური 0.37“.

„18. სოფელი ხევი ,,0.37“.

„20. სოფელი ხუნევი 0.37“.

3. დადგენილების პირველი მუხლის მე-5 პუნქტს დაემატოს „ლ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ“ საკარმიდამო მიწის ნაკვეთები.

    მუხლი 2

დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                  ა. მაჭავარიანი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია