„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2527
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2003-07-18
გამოქვეყნების თარიღი
2003-08-08
სარეგისტრაციო კოდი
470.000.000.05.001.001.338
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ.126) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ2“ ქვეპუნქტი:

„ჰ2) ხარისხის გარე კონტროლის სისტემა – სამედიცინო-დიაგნოსტიკური საქმიანობის ობიექტურობისა და საიმედოობის დადასტურების მიზნით შემუშავებული უნიფიცირებული სისტემა.“.

2. 53-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებები ვალდებულნი არიან დაიცვან სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტები, წესები და ნორმები, ხარისხის გარე კონტროლის დაწესებული სისტემით განსაზღვრული მოთხოვნები.“.

3. 154-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა 2003 წლის 31 აგვისტომდე დაამტკიცოს ხარისხის გარე კონტროლის სისტემის ფუნქციონირების წესი.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

2003 წლის 18 ივლისი.

№2527–რს

კრებსითი — სრული ვერსია