საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების ნუსხის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
314
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2007-05-17
გამოქვეყნების თარიღი
2009-11-30
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების ნუსხის დამტკიცების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №314

2007 წლის 17 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების ნუსხის დამტკიცების შესახებ

1. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების  ნუსხა.

2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. ძალადაკარგულია- საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 30 ნოემბრის ბრძანებულება №882-სსმIII, №147,30.11.2009წ.,მუხ.1719

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების ნუსხა

1. ცეცხლსასროლი იარაღი:

ა) პისტოლეტი, რევოლვერი;

ბ) პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი;

გ) ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი;

დ) ხელის ტყვიამფრქვევი;

ე) ტყვიამფრქვევი;

ვ) შაშხანა;

ზ) სნაიპერული შაშხანა;

თ) ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნი;

ი) ყუმბარმტყორცნი.

2. საბრძოლო მასალა:

ზემოთ ჩამოთვლილი ცეცხლსასროლი იარაღებისათვის განკუთვნილი საბრძოლო მასალა და ხელყუმბარა.

 

 

კრებსითი — სრული ვერსია