საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2522
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2003-07-18
გამოქვეყნების თარიღი
2003-08-08
სარეგისტრაციო კოდი
200.000.000.05.001.001.337
საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №32, 1997 წლის 24 ივლისი) 152-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:

„4. სახელმწიფო საკუთრების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისათვის მოიჯარეები იხდიან საიჯარო ქირას, რომელიც მოიცავს მიწის გადასახადს. საიჯარო ქირა არ შეიძლება იყოს იმავე მიწით სარგებლობისათვის დაწესებულ გადასახადზე ნაკლები.“

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი            ე. შევარდნაძე

თბილისი,

2003 წლის 18 ივლისი.

№2522–რს

კრებსითი — სრული ვერსია