„საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საკონსულტაციო ეკონომიკური საბჭოს შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 4 თებერვლის №157 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
484
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1998-08-18
გამოქვეყნების თარიღი
1998-08-20
სარეგისტრაციო კოდი
010340000.05.002.000000
„საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საკონსულტაციო ეკონომიკური საბჭოს შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 4 თებერვლის №157 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №484

1998 წლის 18 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საკონსულტაციო ეკონომიკური საბჭოს შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 4 თებერვლის №157 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საკონსულტაციო ეკონომიკური საბჭოს შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 4 თებერვლის №157 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება:

„1. საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საკონსულტაციო ეკონომიკური საბჭო ჩამოყალიბდეს შემდეგი შემადგენლობით:

ედუარდ შევარდნაძე – საქართველოს პრეზიდენტი, საკონსულტაციო ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარე

ვაჟა ლორთქიფანიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი

ირაკლი აბაშიძე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის წარმომადგენელი საქართველოს მთავრობაში

თეიმურაზ ბასილია – საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეკონომიკური რეფორმების საკითხებში

პეტრე ბაქრაძე – სახელმწიფო კანცელარიის ეკონომიკური სამსახურის უფროსი, საკონსულტაციო ეკონომიკური საბჭოს მდივანი

თამაზ ბეჟანიშვილი – სააქციო საზოგადოება „თბილხელსაწყოს“ გენერალური დირექტორი

თენგიზ გაზდელიანი – საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების მინისტრი

ბაკურ გულუა – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი

ივანე ზოდელავა– თბილისის მერი

ირაკლი მანაგაძე – საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

იაკობ მესხია – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსებისა და სტატისტიკის ინსტიტუტის დირექტორი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

ელგუჯა მექვაბიშვილი – თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტის დეკანი, ეკონოკურ მეცნიერებათა კანდიდატი

ვლადიმერ პაპავა – საქართველოს ეკონომიკის მინისტრი

მიხეილ უკლება – საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრი

ზურაბ ტყემალაძე – ფირმა „სამებას“ გენერალური დირექტორი

ვახტანგ ყურაშვილი – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარე

ბადრი შოშიტაიშვილი – საქართველოს მრეწველობის მინისტრი

ივანე ჩხარტიშვილი – „გაერთიანებული ქართული ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე

გიორგი წერეთელი                   – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი

ლადო ჭანტურია – საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ნოდარ ჭითანავა – საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ეკონომიკური და სოციალური პრობლემების ინსტიტუტის დირექტორი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი

თეიმურაზ ჭყონია – ფირმა „კოკა-კოლა-კავკასიონის“ პრეზიდენტი

მიხეილ ჭკუასელი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი

მამუკა ხაზარაძე – ფირმა „თბილისი-ბიზნეს-ცენტრის“ პრეზიდენტი

 ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია