დ. ჟღენტისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
655
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2006-11-06
გამოქვეყნების თარიღი
2009-08-13
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
დ. ჟღენტისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №655

2006 წლის 6 ნოემბერი

ქ. თბილისი

დ. ჟღენტისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

მიენიჭოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორს დიანა ჟღენტს უფლებამოსილება, რომ გამართოს მოლაპარაკება „საქართველოს მთავრობასა და ყირგიზეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის თავიანთ ტერიტორიებზე მოქალაქეთა უვიზო გადაადგილების შესახებ“, „საქართველოს მთავრობასა და ტაჯიკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის თავიანთ ტერიტორიებზე მოქალაქეთა უვიზო გადაადგილების შესახებ“, „საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის თავიანთ ტერიტორიებზე მოქალაქეთა უვიზო გადაადგილების შესახებ“ და „საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის თავიანთ ტერიტორიებზე მოქალაქეთა უვიზო გადაადგილების შესახებ“ შეთანხმებათა ტექსტების მიღების მიზნით.

მ. სააკაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. ძალადაკარგულია- საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 13 აგვისტოს ბრძანებულება №513-სსმIII,№102,18.08. 2009წ.,მუხ.1128

 

კრებსითი — სრული ვერსია