საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №463
2006 წლის 4 აგვისტო
ქ. თბილისი
ე. ზღულაძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
1. მიენიჭოს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს ეკატერინე ზღულაძეს უფლებამოსილება, რომ გამართოს მოლაპარაკება „საქართველოს მთავრობასა და იტალიის რესპუბლიკის მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 1 ნოემბრის №910 ბრძანებულება „ე. ტყეშელაშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“.
მ. სააკაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. ძალადაკარგულია-საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 16 ნოემბრის ბრძანებულება №811-სსმIII, №141,18.11.2009წ.,მუხ.1627