ზ. ადეიშვილის საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრად დანიშვნისა და საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 31 იანვრის №137 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
630
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2003-12-28
გამოქვეყნების თარიღი
2004-04-20
სარეგისტრაციო კოდი
040230000.05.002.000000
ზ. ადეიშვილის საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრად დანიშვნისა და საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 31 იანვრის №137 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №630

2003 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

ზ. ადეიშვილის საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრად დანიშვნისა და საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 31 იანვრის №137 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

1. „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი დაინიშნოს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრად.

2. „ეროვნული უშიშროების საბჭოს შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 31 იანვრის №137 ბრძანებულების მეორე პუნქტით განსაზღვრული ეროვნული უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში შეყვანილ იქნეს ზურაბ ადეიშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

3. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 8 ოქტომბრის №404 ბრძანებულების პირველი პუნქტი.

საქართველოს პრეზიდენტის

მოვალეობის შემსრულებელი   ნ. ბურჯანაძე

ძალადაკარგულია - საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 20 აპრილის ბრძანებულება №124 - სსმ III,  №42, 22.04.2004 წ., მუხ.346

 

კრებსითი — სრული ვერსია