მ. ბეგიაშვილის საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრად დანიშვნისა და საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 31 იანვრის №137 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
597
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2003-12-08
გამოქვეყნების თარიღი
2004-04-20
სარეგისტრაციო კოდი
040230000.05.002.000000
მ. ბეგიაშვილის საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრად დანიშვნისა და საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 31 იანვრის №137 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №597

2003 წლის 8 დეკემბერი

ქ. თბილისი

მ. ბეგიაშვილის საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრად დანიშვნისა და საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 31 იანვრის №137 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

1. „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურის უფროსი მალხაზ ბეგიაშვილი დაინიშნოს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრად.

2. „ეროვნული უშიშროების საბჭოს შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 31 იანვრის №137 ბრძანებულების მე-2 პუნქტით განსაზღვრული ეროვნული უშიშროების საბჭოს შემდაგენლობაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ირაკლი ბოჭორიძის ნაცვლად ჩაიწეროს მალხაზ ბეგიაშვილი.

საქართველოს პრეზიდენტის

მოვალეობის შემსრულებელი ნ. ბურჯანაძე

ძალადაკარგულია - საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 20 აპრილის ბრძანებულება №124 - სსმ III,  №42, 22.04.2004 წ., მუხ.346

 

 

კრებსითი — სრული ვერსია