ზ. ნოღაიდელის საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრად დანიშვნისა და საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 31 იანვრის №137 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
585
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2003-11-28
გამოქვეყნების თარიღი
2004-04-20
სარეგისტრაციო კოდი
040230000.05.002.000000
ზ. ნოღაიდელის საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრად დანიშვნისა და საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 31 იანვრის №137 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №585

2003 წლის 28 ნოემბერი

ქ. თბილისი

ზ. ნოღაიდელის საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრად დანიშვნისა და საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 31 იანვრის №137 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

1. ,,ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საქართველოს ფინანსთა მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი დაინიშნოს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრად.

2. ,,ეროვნული უშიშროების საბჭოს შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 31 იანვრის №137 ბრძანებულების მე-2 პუნქტით განსაზღვრული ეროვნული უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მირიან გოგიაშვილის ნაცვლად ჩაიწეროს ზურაბ ნოღაიდელი.

საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნ. ბურჯანაძე

ძალადაკარგულია - საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 20 აპრილის ბრძანებულება №124 - სსმ III,  №42, 22.04.2004 წ., მუხ.346


 

კრებსითი — სრული ვერსია