სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება № 16
2011 წლის 31 მარტი
ქ. სამტრედია
,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 4 მარტის №10 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 4 მარტის №10 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებ-პორტალი, 16.03.2011) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 4 მარტის №10 დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
განისაზღვროს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადის განაკვეთი 1 ჰა-ზე გაანგარიშებით:
ა) საძოვრებისათვის – 16 ლარის ოდენობით;
ბ) სათიბებისათვის – 18 ლარის ოდენობით;
გ) სხვა მიწებისათვის – 75 ლარის ოდენობით.
2. ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 4 მარტის №10 დადგენილების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7
სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის გადახდისაგან გათავისუფლდნენ პირები:
1. ქალაქის, დაბისა და სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრებელ სახლებზე მიმგრებული საკარმიდამო მიწის (მათ შორის, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე მიმაგრებული მიწის) ნაკვეთის ფარგლებში.
2. ავტოფარეხებზე მიმაგრებულ მიწის ნაკვეთებზე“.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. ჯვარშეიშვილი